სიახლეები

22748
როგორ დავიცვათ თავი პარაზიტებისაგან და რა შემთხვევაში მივაკითხოთ ექიმს.

როგორ დავიცვათ თავი პარაზიტებისაგან და რა შემთხვევაში მივაკითხოთ ექიმს. იხილეთ ვიდეო მოცემულ ბმულზე : http://rustavi2.com/ka/video/22748?v=2 გვესაუბრება ჩვენი ინსტიტუტის ექიმი-პარაზიტოლოგი თეა ჩიქოვანი

საეჭვო პრეპარატის რეკლამა ქართულ საიტებზე.

ბოლო დროს ქართულ საიტებზე ვრცელდება პარაზიტების საწინააღმდეგო პრეპარატის “Bactefort” –ს  რეკლამა, რომელსაც რეკომენდაციას უწევს ვინმე პრეფესორი კუსაინოვი. აღნიშნული პიროვნება წარმოდგენილია როგორც საქართველოს პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის მეთაური, ის ვრცლად ჰყვება საქართველოში მოსახლეობის ჯანდაცვის მდგომარეობის შესახებ და უტიფრად აცხადებს,  რომ “საქართველო ლიდერობს პარაზიტული დაავადებების რეიტინგში, რაც  ცუდი ეკოლოგიური გარემოსა და მთავრობის უყურადღებობის ბრალია.” აქვე მოსახლეობას ახარებს, რომ  საქართველოში…

2016 წლის 4 ივნისს ჩატარდება სკრინინგი ლაგოდეხის მოსახლეობისათვის

ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლაგოდეხის  რაიონის  მოსახლეობისათვის 4 ივნსს, პირველად საქართველოში, 11 საათიდან 5 საათამდე,  აწყობს ერთ დღიან უფასო სკრინინგის აქციას  ბრუცელოზისა და ექინოკოკოზის გამოსავლენად. აქციის ფარგლებში მოსახლეობას  ექნება შესაძლებლობა უფასოდ მიიღოს კვალიფიციური პარაზიტოლოგის კონსულტაცია, ჩაიტაროს სწრაფი ტესტი ბრუცელოზის გამოსავლენად და ღვიძლის ექოსკოპია ექინოკოკური ცისტების არსებობის დასადგენად. სკრინინგის აქციაში…

25 აპრილი მალარიის მსოფლიო დღეა

ევროპაში ბოლო 20  წელიწადში მალარიის შემთხვევები 90000-დან, ნულამდე შემცირდა. ევროპის რეგიონი თავისუფალია ადგილობრივი მალარიისგან. ევროპა არის მსოფლიოში პირველი რეგიონი, სადაც განხორციელდა მალარიის ადგილობრივი გადაცემის შეჩერება. 1995 წ. ევროპაში რეგისტრირებული იყო 90712 ადგილობრივი მალარიის შემთხვევა, ხოლო უკვე  2015 წელს არც ერთი ადგილობრივი მალარიის შემთხვევა აღარ აღრიცხულა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 20 აპრილის განცხადებაში, რომელიც მიეძღვნა 2016  წლის…

2016 წლის 26 მარტს საგარეჯოში ჩატარდება ბრუცელოზისა და ექინოკოკოზის სკრინინგის აქცია

სპირიდონ ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, კახეთის მოსახლეობისათვის 26 მარტს, საგარეჯოს სამშობიარო სახლის ამბულატორიაში 11 საათიდან 5 საათამდე, აწყობს ერთ დღიან უფასო სკრინინგის აქციას ბრუცელოზისა და ექინოკოკოზის გამოსავლენად. აქციის ფარგლებში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა უფასოდ მიიღოთ კვალიფიციური პარაზიტოლოგის კონსულტაცია, ჩაიტაროთ სწრაფი ტესტი ბრუცელოზის გამოსავლენად და ღვიძლის ექოსკოპია ექინოკოკური ცისტების არსებობის დასადგენად. სკრინინგის აქციაში მონაწილეობის უპირატესობა მოგენიჭებათ თუ ხართ: მწყემსი, ვეტერინარი,…

შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან

2016 წლის 13 თებერვალს  ვირსალაძის სახელობის პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის ს/კ ინსტიტუტმა, სასკოლო პროექტის ფარგლებში- ბავშვები, პარაზიტული დაავადებები და პრევენცია უმასპინძლა თბილისის 177-ე საჯარო სკოლიის მოსწაავლეებს. მათმა ინტერესმა პარაზიტული დაავადებების მიმართ მოლოდინს გადააჭარბა. სახალისო და მიზანმიმართული კითხვის ავტორებს აინტერესებდათ, თუ როგორ გამოიყურებიან პარაზიტები,როგორ ხვდებიან ადამიანის ორგანიზმში, რას აკეთებენ იქ?  ინსტიტუტის ლაბორატორია უამრავი თვალსაჩინოებით დახვდა პატარა…

დიროფილაროიზის კანქვეშა ფორმის შემთხვევის აღწერა

შესავალი: დიროფილარიოზი ტრასმისიული ზოონოზური დაავადებაა, რომელიც მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული ძაღლებში. ადამიანის დაინვაზირების სპორადული შემთხვევები რეგისტრირებულია თითქმის ყველგან, ხოლო საქართველოში დიროფილარიოზის შემთხვევა აღწერილია 1953 წელს ნ.კომალოვის მიერ. ბოლო დროის განმავლობაში ეს პარაზიტი რამოდენიმეჯერ აღმოჩნდა საქართველოს აგრარული უნივერიტეტის ვეტერინარულ კლინიკაში დაავადებული ცხოველის კვლევისას . ძირითადად ადამიანებში გავრცელებულია დიროფილარიოზის ორი ფორმა დიროფილარია რეპენს repens, , რომლის სქესმწიფე ფორმა ცხოველში…