ღორის და ხარის სოლიტერი
სოლიტერი (Cyclophyllidea) — თასმისებური ჭიების რიგი. პარაზიტობენ ხერხემლიანების ნაწლავებში, გარდა თევზებისა; ასევე — ადამიანში, რომელიც მისი ძირითადი მასპინძელია. სოლიტერებს შორის აღსანიშნავია ღორის სოლიტერი Taenia solium, რომელიც პარაზიტობს ადამიანის ნაწლავებში; მისი სიგრძე 2-მეტრიდან შესაძლოა 8 მ იყოს. მატლი-ონკოსფერა გამოიყოფა გარეთ მასპინძლის ექსკრემენტთან ერთად, ხვდება ისეთი შუალედური მასპინძლის კუჭში როგორიცაა ღორი, ძაღლი. სისხლის ნაკადის საშუალებით კუჭიდან ხვდება…