შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან

2016 წლის 13 თებერვალს  ვირსალაძის სახელობის პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის ს/კ ინსტიტუტმა, სასკოლო პროექტის ფარგლებში- ბავშვები, პარაზიტული დაავადებები და პრევენცია უმასპინძლა თბილისის 177-ე საჯარო სკოლიის მოსწაავლეებს. მათმა ინტერესმა პარაზიტული დაავადებების მიმართ მოლოდინს გადააჭარბა. სახალისო და მიზანმიმართული კითხვის ავტორებს აინტერესებდათ, თუ როგორ გამოიყურებიან პარაზიტები,როგორ ხვდებიან ადამიანის ორგანიზმში, რას აკეთებენ იქ?  ინსტიტუტის ლაბორატორია უამრავი თვალსაჩინოებით დახვდა პატარა ცნობისმოყვარეებს. მათ საშუალება ჰქონდათ ახლოს გაცნობოდნენ , როგორც პარაზიტებს, ასევე მიკროსკოპში ენახათ მათი კვერცხები და ცისტები. მიიღეს ამომწურავი პასუხები  პარაზიტულ დაავადებებზე და ასევე  პრევენციაზე.

ეს შეხვედრა იყო შემეცნებითი, შთამბეჭდავი და პოზიტიური ყველა მონაწილისათვის.

Share: