ღორის და ხარის სოლიტერი

სოლიტერი (Cyclophyllidea) — თასმისებური ჭიების რიგი. პარაზიტობენ ხერხემლიანების
ნაწლავებში, გარდა თევზებისა; ასევე — ადამიანში, რომელიც მისი ძირითადი
მასპინძელია. სოლიტერებს შორის აღსანიშნავია ღორის სოლიტერი Taenia solium,
რომელიც პარაზიტობს ადამიანის ნაწლავებში; მისი სიგრძე 2-მეტრიდან შესაძლოა 8 მ
იყოს. მატლი-ონკოსფერა გამოიყოფა გარეთ მასპინძლის ექსკრემენტთან ერთად, ხვდება
ისეთი შუალედური მასპინძლის კუჭში როგორიცაა ღორი, ძაღლი. სისხლის ნაკადის
საშუალებით კუჭიდან ხვდება კუნთებში, სადაც წარმოქმნება ფინები და ასეთი
ცხოველის თერმულად კარგად დაუმუშავებელი ხორცის მიღების შედეგად ავადდება
ადამიანი. ხარის სოლიტერის სიგრძე -Taeniarynchus saginatus -10 მ-მდე აღწევს. მისი
შუალედური მასპინძელია მსხვილი რქოსანი საქონელია, ხოლო საბოლოო მასპინძელი
კი ძირითადად — ადამიანი.

1

 

ლენტისებური ბრტყელი პარაზიტული ჭიებიდან ერთ- ერთი ყველაზე გავრცელებული
პარაზიტია ღორის სოლიტერი, რომლისზრდასრული ჭიის სიგრძე 180-400 სმ-ია და
შედგება 800-900 პროგლოტიდისგან. სკოლექსს გააჩნია 22-32 კაუჭებისაგან
ფორმირებული 2 გვირგვინი.1 პროგლოტიდი შეიცავს 50 000 კვერცხს, კვერცხებით
სავსე 5-6 პროგლოტიდი ყოველდღე გამოდის მასპინძელი ადამიანის ორგანიზმიდან.
როდესაც ღორი გადაყლაპავს კვერცხებს ონკოსფეროები თავიანთი კაუჭების და
ჯირკვლების სეკრეტების საშუალებით გადის ნაწლავის კედელში და სისხლის
მიმოქცევის წრის საშუალებით ვრცელდება სხეულის სხვადასხვა ორგანოებში და
ლენტურას მატლებისაგან ვითარდება ცისტიცერკები, რომელთაგან თითოეული შეიცავს
ინვაგინირებულ სკოლექსს. დაავადებული ღორის ხორცის მიღებისას სკოლექსი
ამოიზნიქება, ემაგრება მლივი ნაწლავის კედელს და აღწევს 2-3 თვეში სქესობრივ
სიმწიფეს.
ადამიანებში ღორის სოლიტერის გვრცელება რეგიონების მიხედვით იცვლება.

ინფიცირებულ ადამიანში აღინიშნება მხოლოდ ერთი ზრდასრული ჭია. ყველაზე დიდი
ზიანის მიყენება ადამიანის ორგანიზმისთვის შეუძლია ცისტიცერკით ინფიცირებას,
რომელიც იწვევს ადამიანის ცისტიცერკოზს. დიაგნოზის დასმის ყველა უტყუარი
მეთოდია პროგლოტიდების აღმოჩენა ფეკალიებში.
ზრდასრული ხარის სოლიტერი ჰგავს ღორის სოლოტერს, მისი ზომა 35-60 სმ-ია
სტრობილა შედგება 1000 პროგლოტიდისაგან, არ გააჩნია კაუჭები. ხარის სოლოტერის
სასიცოცხლო ციკლი ძლიერ ჰგავს ღორისას. ორივე სახეობის ზრდასრული ჭია სახლობს
ადამიანის მლივ ნაწლავში, პროგლოტიდები სათითად წყდება სტრობილას და გამოდის
გარეთ ფეკალიებთან ერთად. სოლოტერის კვერცხები პირის ღრუს საშაუალებით
ხვდებიან შუალედურ მასპინძელში და სისხლის საშულებით, ნაწლავის კედლიდან
ხვდება კუნთების ქსოვილში და იქ ყალიბდება ცისტიცერკად.
ხარის სოლიტერი გავრცელებულია მთელს მსოფლიოში. ადამიანის ფეკალიების
სასუქად გამოყენებისას ან მათით დაბინძურებული საძოვრების, მდინარის ან სხვა
წყლის სასმელად გამოყენებისას ხდება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შუალედურ
მასპინძელად ჩამოყალიბება.
ტენიოზის დროს აღინიშნება მუცლის ტკივილი, ძლიერი უმადობა, რასაც მოჰყვება
წონაში კლება. შეიძლება გამოვლინდეს ღებინება, უძილობა, ყაბზობა ან დიარეა. სხვა
დაავადების არსებობის გამო დაუძლურებულ პაციენტებში აღნიშნული სიმპტომები
უფრო მეტადაა გამოხატული. ამ პარაზიტის ორგანიზმში დიდ ხანს პარაზიტობის გამო,
ზოგჯერ დაავადების სუსტადაა გამოხატული. ხარის სოლიტერის შემთხვევაში
იშვიათად ვითარდება ცისტიცერკოზი,პროგნოზიც, ძირითადად კარგია.

2

დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება მიკროსკოპიული კვლევა და სისხლის
იმუნოფერმენტული ანალიზი და გამოსახვითი თავის ტვინის გამოსახვითი კვლევა (მტრ
ან კტ).

 

Video: საკუთარი მასალა

 

 

წყარო: CDC – Taeniasis

Share:

Leave a Reply