საწოლის ბაღლინჯო

საწოლის ბაღლინჯო (ლათ. Cimex lectularius) ბაღლინჯოების რიგის სისხლმწოვი მწერია. აქვს ბრტყელი და მოგრძო სხეული (საშუალოდ 4,8-8,4 მმ ). მოზრდილი მწერი მოყავისფრო-მოწითალო შეფერილობისაა, მატლი — მომკრთალო-მოყვითალო. პირის აპარატი მჩხვლეტავ-მწუწნავია. ბინადრობს ბინებში, ზოგჯერ სამტრედეში, ღამურებისა და ფრინველთა ბუდეებში, მღრღნელების სოროებში. დედალი მწერი ჩვეულებრივ, მთელი სიცოცხლის განმავლობაში დებს 200-250 (ზოგჯერ 540-მდე) კვერცხს. ლარვა ოთახის ტემპერატურის პირობებში გამოდის 17-20 დღე-ღამის შემდეგ.

საწოლის ბაღლინჯო ადამიანისა და ზოგი თბილსისხლიანი ცხოველის პარაზიტია; იკვებება მხოლოდ სისხლით. ის იკბინება ბასრი  ნისკარტის საშუალებით და  ძირითადად აქტიურდება ღამმით, როცა მსხვერპლს სძინავს.. ადამიანი ძილში ვერ გრძნობს კბენის შდეგად განვითრებულ ტკივილს, რანდგან მათი ნერწყვი შეიცავს ტკივილგამაყუჩებელ ნივთიერებას. დღისით ბაღლინჯოები იმალებიან კედლების, საწოლის ნახვრეტებსა თუ ბზარებში. მათ არ ახასიათებთ ბუდეში ცხოვრება როგორც ჭიანჭველებს. უბრალოდ ისინი ბინადრობენ მსხვერპლთან ახლოს. ისინი შესაძლოა არსებობდნენ შენობაში კარგი სანიტარული მდგომარეობის მიუხედავად. საწოლის ბაღლინჯო არის სწრაფად მოძრავი მწერი, რომელსაც დიდი მანძილის გადალახვა შეუძლია.

საწოლის ბაღლინჯოს ნაკბენი შეიძლება ჰგავდეს რწყილის, კოღოს ნაკბენსა თუ აკნეს გამონაყარს. ამასთან ყველა ადამიანის რეაქცია საწოლის ბაღლინჯოს ნერწყვზე განსხვავებულია, ამიტომაც შესახედავადაც ძნელია რამის გადაწყვეტით თქმა.

ჩვეულებრივ,ბაღლინჯოს  ნაკბენის კვლი ჩნდება კბენიდან რამდენიმე საათში და აღინიშნება 2-3 დღე, შემდეგ კი ნელ-ნელა ქრება. თუ ადამიანი ალერგიულია, გამონაყარი შეიძლება 1 კვირა და მეტიც აღინიშნოს.

საწოლის ბაღლინჯოს ნაკბენის პირველი სიმპტომი არის მრავლობითი წვრილი , ბრტყელი და შეშუპებული ნაკბენი კანზე, რომლებიც მუდმივად ჩნდება ხაზოვანი ან კლასტერული ტიპით, რადგანაც ბაღლინჯო მიდრეკილია იკვებოს ერთსა და იმავე ადგილას რამოდენიმეჯერ. ნაკბენი შეიძლება გაწითლდეს და გამოიწვიოს ქავილი.

შემდეგი სიმპტომი არის არის ის, რომ ნაკბენები ჩნდება ყოველ ღამე, სანამ ადამიანს სძინავს და ნაკბენები ყოველ ღამე ვითარდება. აგრეთვე შეიძლება აღმოჩნდეს წერტილოვანი ლაქები საბანსა თუ გადასაფარებელზე. ნაკბენების არსებობა  სხეულის ნებისმიერ  ღია ადგილზე არის შესაძლებელი. სახე, კისერი, ზურგი, ხელები და ფეხები შედარებით ხშირად ხდება მისი კბენის ადგილი.

ნაკბენი უნდა დამუშავდეს თბილი წყლით, რაც  შეამცირებს ანთებით პროცესს.  ქავილისა და ინფექციის თავიდან აცილებისათვის  რეკომენდებულია ანტისეპტიკური ლოსიონი ან მალამო, ანტიჰისტამინური პრეპარატები.

თუკი ადამიანი დაეჭვდება, რომ დაკბენილია სწორედ საწოლის ბაღლინჯოს მიერ, უნდა გაატაროს პროფილაქტიკური ღონისძიებები. უნდა გაირეცხოს თეთრული და პიჟამო ცხელ წყალში (72 გრადუსი) , უნდა დამუშავდეს საწოლი, მატრასი  და კედლები შესაბამისი სამსახურის მიერ, რადგან ბაღლინჯოების მოსაცილებლად აუცილებელია სპეციალური საშუალებების გამოყენება.

 

Share: