2016 წლის 26 მარტს საგარეჯოში ჩატარდება ბრუცელოზისა და ექინოკოკოზის სკრინინგის აქცია

სპირიდონ ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, კახეთის მოსახლეობისათვის 26 მარტს, საგარეჯოს სამშობიარო სახლის ამბულატორიაში 11 საათიდან 5 საათამდე, აწყობს ერთ დღიან უფასო სკრინინგის აქციას ბრუცელოზისა და ექინოკოკოზის გამოსავლენად.

აქციის ფარგლებში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა უფასოდ მიიღოთ კვალიფიციური პარაზიტოლოგის კონსულტაცია, ჩაიტაროთ სწრაფი ტესტი ბრუცელოზის გამოსავლენად და ღვიძლის ექოსკოპია ექინოკოკური ცისტების არსებობის დასადგენად.

სკრინინგის აქციაში მონაწილეობის უპირატესობა მოგენიჭებათ თუ ხართ: მწყემსი, ვეტერინარი, მწველავი, მონადირე, ფერმერი, მისდევთ მეცხვარეობას, ხშირად მონაწილეობთ პირუტყვის დაკვლის პროცესში, დახმარებას უწევთ ცხოველებს მშობიარობისას ან/და გაქვთ შემდეგი ჩივილები:

  • ადვილად დაღლა,
  • საერთო სისუსტე,
  •  კუნთების ტკივილი (განსაკუთრებით ზურგის),
  •  სახსრების შეშუპება და ტკივილი,
  •  შემცივნება,
  • ოფლიანობა.

აქციაში შეუძლია ჩართვა ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მოიხმარს არაპასტერიზებულ რძეს, ან რძის პროდუქტებს (ყველი, ხაჭო), თერმულად არასაკმარისად დამუშავებულ ხორცს და კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულ ცხოველებთან.

Share: