2016 წლის 4 ივნისს ჩატარდება სკრინინგი ლაგოდეხის მოსახლეობისათვის

ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლაგოდეხის  რაიონის  მოსახლეობისათვის 4 ივნსს, პირველად საქართველოში, 11 საათიდან 5 საათამდე,  აწყობს ერთ დღიან უფასო სკრინინგის აქციას  ბრუცელოზისა და ექინოკოკოზის გამოსავლენად. აქციის ფარგლებში მოსახლეობას  ექნება შესაძლებლობა უფასოდ მიიღოს კვალიფიციური პარაზიტოლოგის კონსულტაცია, ჩაიტაროს სწრაფი ტესტი ბრუცელოზის გამოსავლენად და ღვიძლის ექოსკოპია ექინოკოკური ცისტების არსებობის დასადგენად.

სკრინინგის აქციაში მონაწილეობის უპირატესობა მიენიჭება: მწყემსს, ვეტერინარს, მწველავს, მონადირეს, ფერმერს,  მეცხვარეობის მიმდევარს,ხშირად პირუტყვის დაკვლის პროცესში მონაწილე პირებს, ცხოველების მშობიარობის დახმარე ადამიანებს და  ან/და პიროვნებებს ვისაც აქვს  შემდეგი ჩივილები: ადვილად დაღლა, საერთო სისუსტე, კუნთების ტკივილი (განსაკუთრებით ზურგის), სახსრების შეშუპება და ტკივილი, შემცივნება და ოფლიანობა.

აქციაში  ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მოიხმარს არაპასტერიზებულ რძეს, ან რძის პროდუქტებს (ყველი, ხაჭო), თერმულად არასაკმარისად დამუშავებულ ხორცს და კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულ ცხოველებთან და აქვთ მინიმალური ჩივილები.

Share: