დიროფილაროიზის კანქვეშა ფორმის შემთხვევის აღწერა

შესავალი: დიროფილარიოზი ტრასმისიული ზოონოზური დაავადებაა, რომელიც მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული ძაღლებში. ადამიანის დაინვაზირების სპორადული შემთხვევები რეგისტრირებულია თითქმის ყველგან, ხოლო საქართველოში დიროფილარიოზის შემთხვევა აღწერილია 1953 წელს ნ.კომალოვის მიერ. ბოლო დროის განმავლობაში ეს პარაზიტი რამოდენიმეჯერ აღმოჩნდა საქართველოს აგრარული უნივერიტეტის ვეტერინარულ კლინიკაში დაავადებული ცხოველის კვლევისას . ძირითადად ადამიანებში გავრცელებულია დიროფილარიოზის ორი ფორმა დიროფილარია რეპენს repens, , რომლის სქესმწიფე ფორმა ცხოველში ლოკალიზდება კანქვეშა შემაერთებელ ქსოვილში და დიროფილარია imitiss, , რომელიც გვხვდება გულში და ფილტვის მსხვილ სისხლძარღვებში. ნემატოდი ცოცხალმშობი ძაფისებრი ნემატოდია, რომლის განვითარების ციკლში მონაწილეობენ კოღოები. ინვაზიის წყაროს სინანტროპულ კერაში წარმოადგენს შინაური ძაღლები, იშვიათად კატები. Gადამტანია  Culeqx, Aedes, Anopheles  გვარის კოღოები. ადამიანი კი დიროფილარიის შემთხვევითი მასპინძელია.

https://scontent-fra3-1.xx.fbcdn.net/hphotos-xaf1/v/t1.0-9/11102706_410829289078428_1554624265065931648_n.jpg?oh=bedc9210d35ba615a2d3e8777a343a86&oe=56ADC338

https://scontent-fra3-1.xx.fbcdn.net/hphotos-xaf1/v/t1.0-9/11102706_410829289078428_1554624265065931648_n.jpg?oh=bedc9210d35ba615a2d3e8777a343a86&oe=56ADC338

https://scontent-fra3-1.xx.fbcdn.net/hphotos-xaf1/v/t1.0-9/11102706_410829289078428_1554624265065931648_n.jpg?oh=bedc9210d35ba615a2d3e8777a343a86&oe=56ADC338

home_page_image_dirofilariasis

სურ.1. ინტერნეტრესურსი CDC
კლინიკური შემთხვევის აღწერა: სს ს.ვირსალაძის სახ. სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში 2015 წლის 3 ნოემბერს მოგვმართა თბილისში მცხოვრებმა 19 წლის ქალბატონმა. მას 2 წლის განმავლობაში, მარჯვენა თეძოს წინა ზედა წვეტის მიდამოში კანქვეშ, აღენიშნებოდა 2სმ. სიდიდის, მრგვალი ფორმის სიმსივნური წარმონაქმნი. ანამნეზით პაციენტს, პერიოდულად მექანიკური ზეწოლისას, ჰქონდა ქავილის და წვის შეგრძნება. აღნიშნული წარმონაქნი გახდა სითხით სავსე ბუშტუკი, რომლის თავისთავად მთლიანობის დარღვევის შემდეგ, გამოჩნდა ძაფისებური ფორმის, მოძრავი ჰელმინთი. ის ოჯახის წევრის დახმარებით ამოიღებულ იქნა დაზიანებული კანიდან და 3 დღის შემდეგ მოტანეს ჩვენს ინსტიტუტში .
პაციენტის ობიექტური დათვალიერებით, დაზიანების ადგილზე- კანის ფერი იყო შეცვლილი, ჰიპერემიულ-ციანოზური და უმტკივნეულო. პაციენტს მსგავსი წარმონმაქმნი სხეულის სხვა ნაწილზე არ აღენიშნებოდა. სუბიექტურად თავს გრძნობდა დამაკმაყოფილებლად. შინაგანი ორგანოების მხრივ პათოლოგიური ცვლილები არ იქნა ნანახი. ეპიდანამნეზით დადგინდა, რომ პაციენტი საქართველოდან საერთოდ არ გასულა, აღნიშნავს ძაღლებთან მჭიდრო კონტაქტს.
გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი- პათოლოგიური ცვლილებების გარეშე, განავლის კოპროლოგიური და პარაზიტოლოგიური გამოკვლევა- აღმოჩნდა E.vermikularis, სეროლოგიური გამოკვლევა ტოქსოკარას ანტისხეულებზე -ნეგატივი. გულ-მკერდის რენტგენოგრაფიით ცვლილებები არ იქნა ნანახი.
ჰელმინთის მაკრო და მიკროსკოპიული შესწავლა: თეთრი ფერის, 10-11 სმ. სიგრძის, ძაფისებური ფორმის, დაფარული თხელი განივზოლიანი კუტიკულით. ჰელმნთის აგებულების მიხედვით დადგენილ იქნა დიროფილარია, რაც ასევე დადასტურდა საქართველოს აგრარული უნივერიტეტის ვეტერინარულ კლინიკაში . ის წარმოადგენს სახეობა დიროფილარია repens (Raillet et Henzy, 1911),  რომელმაც გამოიწვია კანქვეშა დიროფილარიოზი .
ობიექტური, კლინიკური და ეპიდემიოლოგიური მონაცემების საფუძველზე დაისვა კანქვეშა დიროფილარიოზის დიაგნოზი.
განხილვა: დიროფილარიოზი ტრანსმისიული ზოონოზური ჰელმინთოზია ფილარიების გვარიდან, რომელიც ადამიანში ვლინდება უმეტეს წილად კანის, ლორწოვანი გარსების, მხედველობის ორგანოს, კანქვეშა უჯრედისის, იშვითად შინაგანი ორგანოების და ქსოვილის დაზიანებით.
დიაგნოსტიკა: პირველადი დიაგნოსტიკა გაძნელებულია და ხშირად პათოლოგიური წარმონაქმნი შეცდომით მიიჩნევა ფიბრომად, ლიპომად, ათერომად, კისტად, სიმსივნედ, ლიმფადენიტად . კანქვეშ ლოკალიზებული პარაზიტის გამოვლენა შეიძლება მოხდეს ულტრაბგერითი კვლევით. თანამედროვე მედიცინა იყენებს კვლევის იმუნოფერმენტულ მეთოდს.
მკურნალობა: კანის ფორმის დროს ქირურგიულია.ადამიანის სისხლში მიკროფილარიების არარსებობის გამო მიკროფილარიციდული პრეპარატების დანიშვნა მიზანშეწონილია არ არის. ანტიბიოტიკები ინიშნება სიმსივნური წარმონაქმნის დაჩირქებისა და მეორადი ბაქტერიული ინფექციის დართვისას.
პროგნოზი: კეთილსაიმედოა.
პროფილაქტიკა: გადამტანების წინაღმდეგ სათანადო ღონისძიებების გატარება , ინვაზირებული ძაღლების გამოვლენა და მკურნალობა.
დასკვნები და შეჯამება: ამრიგად, კანქვეშა დიროფილარიოზი გასათვალისწინებელია დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში კანქვეშა სიმსივნური წარმონაქმნებისას.

 

Share: